გამოცდილებამ მიჩვენა, რომ თანამედროვე მოსწავლეებს უადვილდებათ და უფრო ხალისით მუშაობენ პროექტებზე. პროექტი,როგორც სასწავლო მეთოდი განათლებაში მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა.პროექტით სწავლება იძლეოდა და იძლევა აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშუალებას.
პროექტით სწავლებისას,მოსწავლეები
ერთად მუშაობით წყვეტენ რთულ, ცხოვრებისეულ პრობლემას უფრო კარგად, ვიდრე წიგნებიდან
ფაქტების დასწავლით.
პროექტით სწავლება
ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარებს, რაც ასე საჭიროა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისთვის.
წლების განმავლობაში
ჩემს მოსწავლეებს ვრთავდი და ვრთავ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.
პირველი პროექტი, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად გავაკეთე იყო iEARN-ის პროექტი
BEST-Building Economics Best Together 2007 წელს. მართალია, ამ პროექტში მოსწავლეთა
ნამუშევარმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მე მოვხვდი გამარჯვებულ მასწავლებლებს შორის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო შემდეგი პროექტი Global Gateway 2008 წელს, რომელიც ორგანიზებული იყო ბრიტანული საბჭო
საქართველოში და განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ. ეს პროექტი გავაკეთეთ
ინგლისის ერთ სკოლასთან ერთად. ჩემი მოსწავლეების ნამუშევარმა-საბოლოო პროდუქტმა დაიკავა
პირველი ადგილი და დავიმსახურეთ მთავარი პრიზი: ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკა
(100 წიგნი და ვიდეო ფილმები ორიგინალში) და ლეპტოპი.
2009-2011 წლებში
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკულ პროექტში Oracle education ‘ThinkQuest“. ყოველ პროექტის დასრულებისას მოსწავლეები იღებდნენ სერტიფიკატებს,
ხოლო მათი ნამუშევარი კი იტვირთებოდა ThinkQuest“- ვებგვერდზე.
2012-2013 წლებში
კვლავ ჩავერთეთ ბრიტანული საბჭოს მიერ ორგანიზებულ ახალ პროექტში „Talking
Cultures“ და პროექტის დასრულებისას
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ არა მარტო სერტიფიკატებით, მათ ასევე გადაეცათ მაკმილანის
ინგლისურის განმარტებითი ლექსიკონები.
2011 წელს ჩემი მოსწავლეები ჩავრთე პროექტში „Power
of International Stories“, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ანა კჟემინსკა-პოლონეთიდან, მამთა კუმარი-ინდოეთიდან,
ჯულია პერლოვსკი-ამერიკიდან. IREX-ის ორგანიზაციის
მიერ მოხდა მოსწავლეთა ნაშრომების წიგნად გამოცემა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ
ლინქზე: http://www.stories.annakrzeminska.pl/Book_download.html
(ჩემი მოსწავლეების მოთხრობები შეგიძლიათ იხილოთ გვ.65-75.)
2012 წელს ჩემი მოსწავლეები
ჩავრთე eLanguages-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პრეოქტში ‘ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის
მასკოტის ვენლოკის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“. პროექტის ფარგლებში ჩვენ სკოლას ესტუმრა
ოლიმპიადის მასკოტი „ვენლოკი“, რომელმაც სომხეთის გავლით ჩამოაღწია საქართველოში. ერთი
კვირის განმავლობაში ის ესწრებოდა ჩვენს გაკვეთილებს სხვადასხვა კლასებში და საგნებში.
მოსწავლეებმა გადაიღეს მასთან ერთად სურათები, რომლებიც შემდეგ ავტვირთეთ პროექტის
ვებგვერდზე. კვირის ბოლოს კი გავამგზავრეთ ვენლოკი ლიბანში, სადაც მან მშვიდობით ჩააღწია. (იხ. ფოტო მასალა რესურსებში).
მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ რესურსებში.
ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია შენი საქმიანობა,რაც მთავარია კარგად ჩანს შენი პროფესიისადმი დი ბავშვებისადმი დიდი სიყვარული.ნებისმიერ მასწავლებელს და მოსწავლეს შეგიძლია უანგაროდ დაეხმარო და გაუზიარო შენი გამოცდილება და გვერდში დგომით მოტივაცია გაუჩინო საქმის წარმატებით განხორციელებაში.მე , პირადად ბევრი რჩევა გამომადგა ჩემს პროფესიაში.ნინო,საამაყო ადამიანი და პროფესიონალი ხარ❤️ ნანა ტატიაშვილი
ReplyDeleteსაინტერესო პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რა სახალისო აქტივოები გაქვთ <3 დარწმუნებული ვარ, თქვენი გაკვეთილებიც ნებისმიერი მასწავლებლისთვის საჭირო და სასარგბლო იქნება და რაც მთვარია, კარგი პედაგოგიური პრაქტიკის რეალური მაგალითიც. წარამტებებს გისურვებთ და ვიტოვებ იმედს, რომ თქვენს გაკვეთილზე, პროექტების პრეზენტაციზე ან ნებისმიერ ღონისძიებაზე როდესმე აუცილებლად მოვხვდები. დიდი პატივისცემით <3, ტრენერი ლალი გიგაური
ReplyDeleteბევრი და მრავალმხრივი საქმიანობა - თქვენი მოწოდებაა. ხშირად გვსმენია ამ საქმიანობების შესახებ, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რამდენი გაგიკეთებიათ, ალბათ, რა ბედნიერები არიან თქვენი მოსწავლეები, როდესაც ამდენ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, რამდენად კარგად ეუფლებიან ენას, იზრდებიან როგორც მოქალაქეები. ჩვენთვისაც, მასწავლებლებისათვის, მრავალი საქმიანი რჩევა და დარიგება მოგიციათ, რომლებიც სასწავლო პროცესში წარმატებით გამოგვიყენებია. თქვენი დახმარებისა და თანადგომის იმედი ყოველთვის გვაქვს.
ReplyDeleteჩამოვქაჩე წიგნი და წავიკითხე „Power of International Stories“-ის ფარგლებში სოფო ლიპარტელიანის, ეკა ცივილაძის, ანა კანკაძის, გვანცა კობახიძის და ლერი კოკილაშვილის დაწერილი მოთხრობები. რა საყვარელი და ნიჭიერი ბავშვები არიან.
ReplyDeleteქალბატონო ნინო, ბლოგის დახმარებით გავეცანი საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის თქვენეულ პრაქტიკას,ვფიქრობ, ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში აუცილებლად გამოვიყენებ მსგავს აქტივობებს, რისთვისაც გიხდით მადლობას! წარმატებებს გისურვებთ!!! პატივისცემით გერმანული ენის მასწავლებლი გიული ლაფაური
ReplyDelete