1987 წლიდან ვმუშაობ სსიპ- ქ.თბილისის N 165 საჯარო
სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად ( წამყვანი
მასწავლებელი). ვარ უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარე, „ფასილიტატორის ინსტიტუტის
“ შემოღებისთანავე ვიყავი სკოლის პედაგოგთა
ფასილიტატორი, კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვლეობას, არა მარტო ვესწრებოდი და ვაფასებდი მასწავლებელთა გაკვეთილებს, არამედ ვეხმარებოდი გაკვეთილების დაგეგმვასა და რეფლექსიების წერაში,
ამასთან ერთად, არა მარტო ჩემს ჯგუფში შემავალ პედაგოგებს, არამედ ყველა მსურველს და
ასეთი იყო თითქმის სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა.
ჩემი კლასის კარი
ყოველთვის ღია იყო და არის ნებისმიერი (პედაგოგი, მშობელი) მსურველისათვის, გაკვეთილებზე მესწრებოდნენ: მასწავლებლები აშშ-დან, ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ავტორი დევიდ
სპენსერი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, IREX
-ის გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული მასწავლებლები და სხვა. როგორც მოგეხსენებათ, 21-საუკუნეში მნიშვნელოვანია,
აღზარდო მომავალი თაობა ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით. ამისათვის აქტიურად ვზრუნავ მოსწავლეებში
სამოქალაქო განათლებისა და ცნობადობის განვითარებაზე, როგორც მომავალი გლობალური მოქალაქეების აღზრდაზე,
თითქმის ყოველ წელს ჩემს მოსწავლეებს ვრთავდი და ვრთავ სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო
პროექტებში, როგორებიცაა: iEARN; Global Gateway; eLanguages; Talking Cultures,
ThinkQuest; Global Scholars და სხვა.
|
ნინო სეხნიშვილი სკოლაში მოსვლის დღიდან აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ქ-ნი ნინო გამოირჩევა თავისი ერუდიციით, საქმისადმი ერთგულებითა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. იგი სამართლიანი, ობიექტური და პირდაპირია, არის კომუნიკაბელური, ანალიტიკური უნარის მქონე. მისი რჩევები როგორც პედაგოგებისათვის, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის ყოველთვის საქმიანი, სასარგებლო და მისაღებია. ნინო სეხნიაშვილი აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლებისა და ცნობადობის განვითარებაზე, მათი როგორც მომავალი გლობალური მოქალაქეების აღზრდაზე. ამისათვის ის მოსწავლეებს რთავდა და რთავს სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, რითაც ის ხელს უწყობს მოსწავლეებში არა მარტო ენობრივი კომპეტენციის განვითარებას, არამედ კვლევის, ანალიზის, შემოქმედობითობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. ყოფილი მოსწავლეები ხშირად მადლობას უხდიან ნინო სეხნიაშვილს, რომ მან პროექტებში მონაწილეობით განუვითარათ მათ 21-ე საუკუნის კომპეტენციები და წარმატებულად იყენებენ შეძენილ უნარ-ჩვევებს როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ცხოვრებაში. სკოლის ადმინისტრაცია CV
ნინო სეხნიაშვილი სსიპ- ქ.თბილისის N
165 საჯარო სკოლა ინგლისური
ენის მასწავლებელი ( 09/1987-დღემდე ) ვასწავლი
5-12
კლასებს ტრენერ-კონსულტანტი/გარე
დამკვირვებელი--სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-
მასწავლებელთა სახლი ტრენერი
- საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების
პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“- სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი. მასწავლებელთა ტრენერი -სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი- მასწავლებელთა სახლი. სასკოლო
სახელმძღვანეოლოების რეცენზენტი, I-IV კლასები,
ინგლისური ენა-სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ტრენერი - პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“
–TLG- Teach and Learn with Georgia ბრიტანული საბჭოები საქართველოში- Trainer of the project “Teach English – Our Global Home”, Using technologies at the English lessons, PBL-Project
based learning. მოწვეული ლექტორი - ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ორგანიზაცია” -ტრენერი ოქსფორდის მასწავლებელთა კლუბის წევრი განათლება თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი-დიპლომი ( 09/1976- 06/1981 ) დასავლეთ
ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენის განყოფილება პროფესიული
განვითარება პროექტებით სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე- ბრიტანული
საბჭო- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018წ. სერტიფიკატი ტრენერთა განვითარების
კურსი Trainer Development Course- ბრიტანული საბჭოები საქართველოში 2018წ. სერტიფიკატი „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
მიდგომები“ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
აგვისტო 2016წ. სერტიფიკატი ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო
განათლების გამოყენებით-English Language Through Civic Education Program (ELCE)
– PH international, სექტემბერი 2015-მაისი 2016წ. სერტიფიკატი კრიტიკული აზროვნება ენის სწავლა/სწავლებაში
- ორეგონის უნივერსიტეტი, ლინგვისტიკის განყოფილება. 23 ივნისი- 29 აგვისტო, 2014წ. სერტიფიკატი ტრენერთა განვითარების კურსი-
ბრიტანული საბჭოები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი- მარტი
2014წ. სერტიფიკატი ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური
ენის სწავლებაში- ბრიტანული საბჭოები, 20
ივნისი- 2 სექტემბერი 2013.სერტიფიკატი ინგლისური
ენის სწავლება (CiSELT), ბრიტანული საბჭოები- აპრილი-ივნისი 2012წ. სერთიფიკატი საქართველოს
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები-2012 წ. Pre-CELTA – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების პროგრამა. ნოტინგჰემის ახალი
კოლეჯი, ივნისი 2012 წ. სერტიფიკატი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
პროგრამა- ნოტინგჰემის ახალი კოლეჯი, იანვარი 2012 წ. სერტიფიკატი TEA- six- week professional
development institute under the Teaching Excellence and Achievement Program
a program of the Bureau of Educational and Cultural Affairs, US Department of
State and implemented by IREX from
February-March 2010. Certificate
of Achievement. International Research & Exchanges Board (IREX) Teaching Excellence
and Achievement Program UNL- TEA 2010 SPRING PROGRAM, University of Nebraska – Lincoln. Certificate
of Achievement. Practicum experience at Lincoln High School. Certificate of Recognition. Black Sea ETTO
– English Teaching Training Online
2009. British Council. Pass
with Distinction. Lexical Approach and ‘Dramatic’
Teaching, ‘Dramatic’ Results. June 2009. Certificate –The English Book in
Georgia. General principles for Good ELT
Tests, November
2009. Certificate – The English Book in Georgia Grammar, Emotional Intelligence and Classroom Dynamics –The English Book in Georgia, 2008. Certificate Engaging Young Learners with Emotions and Narratives in Language
Learning – The
English Book in Georgia, 2009. Certificate Economics for kids – NCEE program of the USA, Association “Education and Prosperity” 2008.
Certificate
Teaching Teenagers and Different Ways of Using Songs and Music in the
classroom – The English
Book in Georgia, 2008. Certificate Association of English Teachers in
Georgia – 2007-2008. პროექტი „ილია ჭავჭავაძე“ -შესავალი
2007 პროექტი „ილია ჭავჭავაძე“ დანერგვის
ტრენინგები,
I და
II დონე.
2004-2005 English Teaching Methodology, US Embassy and Ministry of Education of
Georgia, 1993 Certificate კომპიუტერული უნარები Microsoft Word, Explorer,
PowerPoint. ენები ქართული
ენა -სრულყოფილი, ინგლისური ენა -სრულყოფილი, რუსული ენა-სრულყოფილი
My ex-students say: I will always remember your lessons because of their different style. You loved discussions at our lessons that really helped us for our future. I wish you everything the best in future and will always be happy to hear from you. Your pupil L.B. When you entered our class for the first time, I
realised that you were a good teacher and an excellent person. I really loved
your lessons. I wish I could stay at school a bit longer but I have to go. Be
sure I will never forget you and your lessons, because you are the best
teacher. Your pupil M. U. What do I say about my English Teacher Nino? Well, I love her a lot. I was a new pupil last year and she greeted me warmly. As a teacher, she is excellent. It’s true she is a bit strict, but I think it is with limits. She always knows how to treat each pupil. You can talk to her about any subject and she always gives you some good advice. For me, she is very kind, warm and soft. When I graduate the school, I know that I will miss her and her lessons a lot. I’ll try to come to school as often as I can and I’m sure she’ll be always happy to see me. I love you teacher Nino very much and wish you success in your profession and life.
Your pupil L. M. My English teacher Nino is a very kind woman and a
good professional in her job. Her lessons are very interesting and different
from other teachers. We can speak not only about our subject, but about our
problems and life. She always gives us good advice. For me, she is a good
friend and I will miss her a lot. I believe that we will never forget each
other and will have a good relationship in future too. Your pupil Ts. D. Our English lessons were really important and
interesting to me. The knowledge I gained here made me able to go to the USA
and I want to thank you for this. I’m going to miss you and I truly wish you
everything the best.
Your pupil K.Ch. I love all my teachers, but our English teacher Nino is special to me. She is a very good and interesting teacher. She can teach us not only the subject, but the life too. She loves children and is very friendly. She taught us a lot and now we know much more when we used to. We were always happy to be at her lessons thanks to her attitude to us. Teacher Nino, I love you so much and whenever I have time, I will come to school to see you. Your pupil N. S. Song my students dedicated to me We’ve been taught by you, since we don’t know when So, it’s really sad, it must come to an end Look at us now, you
know we’ve learned Thanks to you,
every tense, every English world We can achieve all
our goals Just one day and we
can hear a bell ring Hope we won’t
forget anything.
Ooooh, Ooooh, Mamma mia, here we
go again My my, we’ll never
forget you Mamma mia, we
should say again My my, just how
much we’ll miss you Yes, I've been broken hearted Blue since the day we parted Why, why did I ever let you go Mamma mia, now I really know
My my, I could never you go
|

მიხარია რომ გიცნობთ და თქვენი უამრავი პროექტის მომსწრე ვარ. წარმატებები! ♥️
ReplyDeleteმადლობა
Deleteძალიან სასიამოვნოა, როცა შენი მოსწავლეები ასე გიფასებენ ამაგს. მასწავლებლისათვის ამ გრძნობას მართლაც არაფერი შეედრება.წარმატებებს გისურვებ!
ReplyDeleteმადლობა
Deleteყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა თქვენთან თანამშრომლობა.
ReplyDeleteწარმატებას გისურვებთ!
მადლობა
Deleteთავისი საქმის უბადლო მცოდნე და უაღრესად სამართლიანი პიროვნება! ზედმიწევნით კრიტიკული და კოლეგიალური! მასწავლებელი, რომელიც დიდ შრომას დებს თავისი პროფესიული წინსვლისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. მჯერა, რომ კიდევ ბევრს სასიკეთო საქმეს გააკეთებთ მომავალი თაობის აღზრდისა და ქართული განათლების წარმატებაში!
ReplyDeleteმეამაყება, რომ ვიყავი თქვენი მოსწავლე! ახლა უკვე კოლეგა! ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს, სამართლიანობას და პიროვნულ თვისებებს! წარმატებებს გისურვებთ კარიერულ წინსვლაში, მკერა რომ ბევრჯერ ვიამაყებ და გავიხარებ თქვენი წარმატებებით!❤️
ReplyDeleteმეამაყება, რომ ვარ თქვენი კოლეგა და კიდევ ბევრჯერ მეამაყოს თქვენით!
ReplyDeleteჩემთვის მეტად სასიხარულო და საამაყოა ფაქტი, რომ ვიცნობ ქალბატონ ნინო სეხნიაშვილს უკვე მრავალი ათეული წელია როგორც მაღალი დონის სპეციალისტს, თავის პროფესიაზე შეყვარებულს, ერთგულ მეგობარს და უბრალოდ ზნეობრივ, სამართლიან და საიმედო ადამიანს ერთობლივი მუშაობით სხვადასხვა საეთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებზე, როგორც ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და ერთობლივი მუშაობით სტაჟირების დროს დიდ ბრიტანეთში.მისი საქმიანობის დადებითი მახასიათებელია პროფესიის დიდი სიყვარული, სწორედ ამით ახერხებს ნინო შეაყვაროს თავისი საგანი მოსწავლეებს. ნინო შემოქმედი მასწავლებელია, აქვს პროფესიული მოქნილობა და ადაპტაციის უნარი-შეუძლია მოსაწყენი თემა ძალიან საინტერესო გახადოს.თუ თანამედროვე განათლების მთავარი პოსტულატია->კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც დიდ ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს, არამედ ის, თუ რა ხერხებს და მეთოდებს იყენებს სწავლებისას,მაშინ ქალბატონი ნინო სეხნიაშვილი ერთერთი გამორჩეული მასწავლებელია.
ReplyDeleteადამიანი, რომლის დამოკიდებულებამ, მიდგომამ და სიყვარულმა ამ პროფესიის მიმართ განაპირობა ბევრი ადამიანის წარმატება.
ReplyDeleteთავისი საქმის უბადლო მცოდნე, მეამაყება, რომ ვარ თქვენი კოლეგა, ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში! (ნინო მერაბიშვილი)
ReplyDeleteამ ადამიანთან 35 წლის ურთიერთობა მაკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში ყოველ დღე ვხედავ მის უდიდეს პროფესიონალიზმს და თავისი საქმისადმი დიდ სიყვარულს. იგი სამართლიანი, პირდაპირი და ერთგულია ყველას მიმართ. ყოველთვის მზად არის მოისმინოს და გულთან მიიტანოს ნებისმიერი ადამიანის ტკივილი და დაეხმაროს პრობლემების გადწყვეტაში. მეამაყება, რომ ნინო ჩემი მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია ჩემს ნაცნობებს შორის. მეგობრებს მის მიერ ჩატარებული მრავალი ღონისძიებიდან განსაკუთრებით მახსენდება როგორ მომახარა ჩემმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა ნინო მასწავლებელმა შემოგვთავაზა პროექთ " დედამიწის დღეში" მონაწილეობის მიღებაო. გამორჩეული პასუხისმგებლობით დაიწყეს ბავშვებმა მომზადება, ჩართეს მშობლები და ამიყოლიეს მეც. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ქ.ნ ნინო სეხნიაშვილის, რომელმაც მოგვცა საშუალება მე და ჩემს კლასს დაგვერგო ხეები და წვლილი შეგვეტანა ჩვენი სკოლის წინამდებარე სკვერის შექმნაში. ( ნინო სახელაშვილი)
ReplyDeleteქალბატონი ნინო არის მაღალი დონის სპეციალისტი,თავისი საგნის პროფესიონალი.მასთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ის დიდ შრომას ეწევა მომავალი თაობების აღზრდა -განათლებაში.ის ფლობს თანამედროვე სწავლების მეთოდებს. ის ერთგული და სამართლიანია ყველა კოლეგის და მოსწავლის მიმართ.ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ ჩვენთაგანს პრობლემების გადაჭრაში.მეამაყება,რომ ქ-ნი ნინო ჩემი კოლეგაა.დარწმუნებული ვარ ,რომ ის კიდევ დიდ წვლილს შეიტანს მომავალი თაობების წარმატებულ განათლებაში.დღეს შევიტყვე ,რომ საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის წოდება მოგანიჭეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს დამსახურებას განათლების დარგში. კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDelete